უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან. მათი ცნობით, ღამის განმავლობაში 400-მდე დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო-სამხედრო ძალების წარმომადგენლის ცნობით, გამთენიისას რუსეთის სამხედროებმა უკრაინას 425 დრონით და რაკეტით შეუტიეს, მათგან 392 გაანადგურეს. საუბარია 25 რაკეტაზე, ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოგდებულია 367 უპილოტო საფრენი აპარატი.
მათივე ცნობით, 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა ოთხი ბალისტიკური რაკეტისა და 18 დამრტყმელი დრონის ჩამოვარდნა.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიში განხორციელდა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების წინ, რომელიც ჟენევაში იმართება.
კომენტარები
