ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანამშრომელი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, მაიკ ბენცი აცხადებს, რომ ევროკავშირის „დიფ სთეითის“ მოქმედი პირების ყურადღება ახლა უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეა გადატანილი.
ბენცის თქმით, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის მხარდასაჭერად, ევროკავშირი ფარულად დიდი ოდენობით თანხას ურიცხავს მის საარჩევნო კამპანიასა და პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ამჟამად ევროკავშირის „დიფ სთეითის“ აქტორების ყურადღება და ფული უნგრეთის არჩევნებზეა მიმართული, სადაც, შესაძლოა, უცხოური მილიონები იხარჯება ოპოზიციონერის კამპანიაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა ერთობლივად აიძულეს უნგრეთს, რომ უკან გაეხმა FARA-ს კანონი. ევროკავშირი ორბანის რეჟიმის შეცვლას ცდილობს. ამავდროულად დემოკრატიულად არჩეულ ორბანს იმის შესაძლებლობასაც კი არ აძლევს, რომ გაიგოს რა რაოდენობის თანხას ხარჯავს ევროკავშირი ფარულად ორბანის მოწინააღმდეგე მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მადიარის კამპანიაზე“, – ამბობს ბენცი.
