აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ჟენევაში გუშინ გამართული უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
უიტკოფის განცხადებით, შეხვედრა ტრამპის განკარგულებით გაიმართა, ხოლო აშშ მოლაპარაკებებში შუამავალი იყო. ამერიკულმა მხარემ შვეიცარიას მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ტრამპის სპეცწარმომადგენელი წერს, ამერიკის პრეზიდენტის ძალისხმევამ ორივე მხარე დიალოგზე დაეთანხმა, შედეგი გამოიღო.
„პრეზიდენტ ტრამპის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ომის მონაწილე ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან შეკრიბოს. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. ჩვენ ამაყები ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით გვიწევს მუშაობა, რათა ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობები შევაჩეროთ“, – დაწერა უიტკოფმა.
მისი თქმით, დელეგაციის წევრები თავიანთ ლიდერებს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ მოახსენებენ.
