„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისივე ბიზნესპარტნიორმა გივი ჯიბლაძემ მისცა. ამავე საქმეზე ბრალდებულმა ჯიბლაძემ დეტალურად მოუყვა გამომძიებლებს თუ რა როლი ჰქონდათ მას და ელისო კილაძეს ქოლცენტრების საქმეში და რა ფუნქცია ეკისრებოდა ელისო კილაძეს.
„სამხილი არ ნიშნავს მტკიცებულებას“, – აცხადებს ელისო კილაძის ადვოკატი.
საქალაქო სასამართლო ე.წ. ქოლცენტრის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მათ შორის არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, სეხნიაშვილი და ელისო კილაძე.
ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, შესაბამისად სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაუსწრებლად იმსჯელებს.
კომენტარები
