აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ „საიდუმლო ინფორმაცია“ გასცა, როდესაც პოდკასტში აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ.
„მან საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა, მას ამის უფლება არ ჰქონდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„არ ვიცი, რეალურები არიან ისინი თუ არა“, მაგრამ ყოფილმა „დემოკრატმა“ პრეზიდენტმა „უზარმაზარი შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გასულ კვირას, ბარაკ ობამამ უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „ისინი რეალურები არიან, თუმცა მე ისინი არ მინახავს“. ამ არაფორმალური ინტერვიუს დროს მან ასევე დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი „მიწისქვეშა ნაგებობა“, რომელიც მათ არსებობას მალავს, როგორც ამას ზოგიერთი კონსპირაციული თეორია ამტკიცებს.
კომენტარები
