ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ჯარხანდში, ქალისა და მისი 10 თვის შვილის ცოცხლად დაწვაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. როგორც BBC წერს, დედა-შვილი ჯადოქრობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ქალის ქმარმა, რომელსაც ასევე თავს დაესხნენ, მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება.
პოლიციის თქმით, ეძებენ სხვა პირებს, რომლებიც შესაძლოა დანაშაულში იყვნენ ჩართულნი. ბრალდებულები პატიმრობაში არიან და ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დანაშაულის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2000-დან 2016 წლამდე, ინდოეთში ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი 2 500-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები მოკლეს.
კომენტარები
