ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ – თუ გინდათ ომის ხვალვე დასრულება, გაეთრიეთ დონბასიდან, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი და მოსკოვი მას ასევე ზაპოროჟიეს ატომური ენერგოსადგურის დავიწყებასაც მოუწოდებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ უჭერს ამერიკა რუსეთს მხარს ამ საკითხში, ზელენსკი პასუხობს:
„მეც ამას ვეკითხები, მაგრამ ამბობენ, რომ რუსებს კი არ უჭერენ მხარს, არამედ ხედავენ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. და თუ დავტოვებთ დონბასს, იმიტომ რომ რუსეთს ეს უნდა, ამერიკელები უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ“.
კომენტარები
