იუნკერებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი.
„პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას. ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით. ეს არის თავგანწირვის, თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენი ვალია იუნკერებისთვის პატივის მიგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
