კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.
თბილისის მერიის ცნობით, ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.
კრწანისის გამგეობისა და სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით – რეპელენტით შეიწამლა.შეწამვლის პროცესს ადგილზე კრწანისის გამგებელი ეცნობოდა. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება.
„პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდია და რაც მთავარია, ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურ მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული. ამასთან, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.