სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენით.
სატელეფონო საუბრის შედეგების შეჯამებისას ფიცომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ უარი თქვა უკრაინის ტერიტორიაზე იმ საგამოძიებო კომისიის დაშვებაზე, რომელიც სლოვაკეთმა და უნგრეთმა „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად შესთავაზეს.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უარით უპასუხა და მიზეზად სპეცსამსახურების შეშფოთება დაასახელა.
ფიცომ დასძინა, რომ უკრაინას ჯერჯერობით არ მიუცია ნებართვა სლოვაკეთის ელჩისა და ევროკავშირის წარმომადგენლისთვის, ნავთობსადენის შემოწმება ჩაატარონ.
კომენტარები
