აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია – ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.
„მოლაპარაკებებით ბედნიერი არ ვარ. ჩემი პოზიციაა – არავითარი გამდიდრება“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თეირანი მუდმივად ცდილობს ურანის გამდიდრების მაჩვენებლის გაზრდას, რასაც სამოქალაქო მიზნებით ამართლებს.
„არც 20 პროცენტი, არც 30 პროცენტი… მათ ყოველთვის 20 ან 30 პროცენტი სურთ. ამბობენ, რომ ეს სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებათ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს არასამოქალაქოა“, – დასძინა მან.
კომენტარები
