ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 30 ივნისს, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის რაიონის ნაწილს, კერძოდ: მუხიანის II და III მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის და მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონსაც, კერძოდ: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.