თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. დამწვარია მანქანის სალონი და პროდუქცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები