ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო, რომელიც სწრაფად აღმოიფხვრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის დეტალებს შესაბამისი კომისია დაადგენს.
„გაიწია ლიანდაგი და ჩავარდა ერთ-ერთ მოსახვევში. დროულად აღმოფხვრეს ყველაფერი, რაც იყო იქ. დღესაც დადის ის კუკუშკა და გადაჰყავს მგზავრები, ჩვეულებრივად ასრულებს რეისს. გაარკვევს შესაბამისი კომისია, მომზადდება დასკვნა და გვეცოდინება ზუსტი მიზეზები,“ -განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
კომენტარები