ფინეთის ოპოზიციური პარტია „თავისუფლების ალიანსის“ ლიდერმა, არმანდო მემამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ მისი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ფინეთი ნატოს დატოვებს.
„ფინეთი ნატოს დატოვებს, თუ ჩვენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ“, – დაწერა მემამ.
ცნობისთვის, ფინეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს გაიმართება. ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად 2023 წელს გახდა.
კომენტარები
