ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული ჭრილობების მიუხედავად, ჯანმრთელია. ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ვაჟმა, იუსეფ ფეზეშქიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოჯტაბა ხამენეი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება.
„გავიგე, რომ ბატონი მოჯტაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც მასთან კავშირები ჰქონდათ. როგორც მათ მითხრეს, ღვთის წყაობით, ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა,“ – აღნიშნა იუსეფ ფეზეშქიანმა.
ცნობისთვის, მანამდე „ნიუ იორკ თაიმსმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს დაშავდა.
ირანულმა მედიამ ხამენეის „რამადანის ომის დაჭრილი ვეტერანი“ უწოდა, თუმცა მისი დაზიანებების შესახებ არაფერი დაუკონკრეტებია.
