ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა უკავშირდება ირანში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას.
„მათი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ და სასტიკმა სიონისტურმა რეჟიმმა ერთ-ერთ ირანულ ბანკზე მიიტანეს იერიში. ამ უკანონო ქმედებით მტერი გვაიძულებს, მიზანში ამოვიღოთ რეგიონში მდებარე ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმთან. ამერიკელები ჩვენგან მტკივნეულ საპასუხო ქმედებას უნდა ელოდონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, საბანკო დაწესებულებებთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ.
