ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი არ დარჩება გულგრილი რეგიონში მიმდინარე კრიზისების მიმართ და მეგობრებს არ მიატოვებს.
„ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე გაფართოვდება და რეგიონს სრულად ცეცხლის ალში არ გაახვევს. დიპლომატიას შანსს თუ მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ფრთხილად მოქმედებს, რათა დაიცვას ქვეყანა გარშემო არსებული „ცეცხლისგან“.
კომენტარები
