აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს თავის სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი უდანაშაულო ხალხს კლავდა, ხოლო ახლა ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რანგში კლავს რეჟიმის წარმომადგენლებს.
„ჩვენ ტოტალურად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და სხვა მხრივ. თუ გადახედავთ მომაკვდავ The New York Times-ს, შეიძლება, არასწორად გაიგოთ, რომ ჩვენ არ ვიმარჯვებთ. ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, საჰაერო ძალები აღარ არის, რაკეტები, დრონები და ყველაფერი განადგურებულია. მათი ლიდერებიც აღიგავნენ პირისაგან მიწისა. ჩვენ შეუდარებელი საცეცხლე ძალა გვაქვს, შეიარაღების შეუზღუდავი მაგარი და უამრავი დრო – ნახეთ, რა მოუვათ დღეს ამ გარეწრებს. ისინი 47 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანების კლავდნენ, ხოლო ახლა მე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვკლავ მათ. რა დიდი პატივია ამის გაკეთება“, – დაწერა ტრამპმა.
