აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატების მიდგომა ევროკავშირის მიმართ იმეორებს ბლოკის მოწინააღმდეგეების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები არ უნდა ეცადონ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ მასთან ბლოკმა ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს, „რადგან, როდესაც ერთად ვართ, თანაბარი ძალა ვართ“.
ამასთან, თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, კალასმა განაცხადა, რომ ბლოკს „ამერიკისგან ყიდვა სჭირდება, არ აქვს საჭირო აქტივები და შესაძლებლობები“ და აღნიშნა, რომ ევროპას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირება სჭირდება.
