ამსტერდამში, ებრაულ სკოლასთან აფეთქება მოხდა, დაზიანდა სკოლის შენობა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამსტერდამის მერი მომხდარს ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ განზრახ შეტევად განიხილავს.
თაიმს ოფ ისრაელის ცნობით, ებრაულ სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ახალშექმნილ ექსტრემისტულ ჯგუფს აკავშირებენ ბოლო დღეებში რამდენიმე სხვა თავდასხმასთან.
მერის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩნდა ცეცხლი. მომხდარმა შენობას მცირე ზიანი მიაყენა.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ როტერდამში სინაგოგის გარეთ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს.
კომენტარები
