უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ „კავკაზზე“, დაშავებულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო პორტში დაზიანდა გემი.
შტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ოპერატიულად ლიკვიდირებულია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი მოწყობილობების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აფიპსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 14 მარტს, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 87 უკრაინული დრონი, მათ შორის 31 აზოვის ზღვის საჰაერო სივრცეში და 16 კრასნოდარის მხარეში.
კომენტარები
