პოლონური მედია კვლევითი სააგენტო IBRiS-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მმართველობით უკმაყოფილოა.
გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს.
გამოკითხულთა 60.3% უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის ქმედებებით. 31.1% მას ძალიან ცუდად აფასებს, ხოლო 29.2% გარკვეულწილად ცუდად.
ტუსკის მხარდამჭერთან რაოდენობამ 38.2% შეადგინა. მის პოლიტიკას ნამდვილად კარგად აფასებს 12.6%, ხოლო გამოკითხულთა 25.6% გარკვეულწილად კარგად აფასებს.
პოლონური მედიის მიერ დაკვეთილი IBRiS-ის კვლევა ჩატარდა 2026 წლის 9 მარტს. გამოკითხვის ფარგლებში სატელეფონო საუბარი 1000-მდე ადამიანთან ჩატარდა.
კომენტარები
