ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა. ცნობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 54-ე ტალღის ფარგლებში ასევე გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოების „ხეიბარ შეკანის“, „გარდის“, „ემადისა“ და „ხორამშახრის“ რაკეტები.
პარალელურად, თეირანმა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან სამხედრო თანამშრომლობა დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი და პეკინი თეირანის სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ შორის სამხედრო სფეროში, თუმცა თანამშრომლობის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები
