შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპარსეთის ყურეში ომის მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულებას აანონსებს. კრის რაიტი ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაისახა, რისკებს ამართლებს.
„ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. შესაძლოა, უფრო ადრეც, მაგრამ კონფლიქტი დასრულდება რამდენიმე კვირაში და ამის შემდეგ ვნახავთ ენერგომომარაგების აღდგენას და ფასების კლებას. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ მოკლევადიან რყევები გვექნებოდა, გამოვიწვევდით ფასების გარკვეულ ზრდას ამერიკელებისთვის, მაგრამ ბენზინის ფასების ეს ზრდა იმისთვისაა, რაც სამუდამოდ შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“, – აცხადებს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, კრის რაიტი.
კომენტარები
