ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და ირანის მიერ მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობა უარყო. ვიდეომიმართვა კაფეშია გადაღებული, სადაც ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას იუმორით ეხმაურება.
მას ეკითხებიან: „პრემიერ-მინისტრო, ინტერნეტში წერენ, რომ თქვენ მოკვდით“, ნეტანიაჰუ კი პასუხობს:
„ვკვდები, ისე მინდა ყავა. გმადლობთ ყავისთვის. ის შესანიშნავია. არ ვიცი, რამდენად შეიძლება იმავეს თქმა კალორიებზე, შესაძლოა ის ჩემთვის უფრო საშიში იყოს“.
კომენტარები
