ყაზახეთის ქალაქ აქტობეში თავდასხმებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის 11 ეჭვმიტანილია. შეიარაღებული პირები ჯერ იარაღის მაღაზიებს, შემდეგ კი სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ყაზახეთის განთავისუფლების არმიამ აიღო, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ამ დროისთვის ქალაქში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული. პარალელურად, ყახაზეთის უშიშროების ეროვნული კომიტეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.
დასახელდა ორგანიზატორიც – ადგილობრივი ბიზნესმენი ტოხტარ ტუშელოვი, რომელიც იანვარში დანაშაულებრივი ჯგუფის დაფინანსებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, მისი მიზანი ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციით ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო.