ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში იარაღის რამდენიმე მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ირანის სამ რაიონში განხორციელებულ დარტყმებში საჰაერო ძალების დაახლოებით 50-მა გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ობიექტი, რომელიც სხვადასხვა იარაღის წარმოებისთვის გამოიყენება; ირანის თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, რომელიც ირანის მარიონეტული ჯგუფებისთვის, მათ შორის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლასთვის“, მოწინავე ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად გამოიყენება და ობიექტი, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისა და საზენიტო რაკეტების კომპონენტების წარმოებისთვის გამოიყენება.
კომენტარები
