პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.
„როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, რომ გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, თუ რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამას ისინი ვერ შეძლებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კომენტარები
