საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოიწონეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება “საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ”.
პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს გამართვასთან დაკავშირებით ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა.
პრემიერ- მინისტრს კონტრასიგნაციისთვის 10-დღიანი ვადა აქვს. პრემიერის თანხმობის შემდეგ, განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და საარჩევნო კამპანია განხსნილად ჩაითვლება.
კომენტარები