თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტიდან შემოსავალი უნდა მიიღოს, რაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განხილვის საგანი იქნება.
„ეს არის საკითხი, რომელზე მსჯელობაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა, პრეზიდენტის უშუალო პრიორიტეტია სრუტის გახსნა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, იქნება ეს მოსაკრებლების სახით თუ სხვაგვარად“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესბრიფინგზე.
კომენტარები
