აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, როცა ვაშინგტონს დახმარება დასჭირდა, ალიანსი მას გვერდში არ დაუდგა.
მაგალითისთვის, ტრამპმა გრენლანდიის საკითხი მოიყვანა.
„როცა გვჭირდებოდა, ნატო გვერდში არ დაგვიდგა. კიდევ ერთხელ რომ დაგვჭირდეს, მაინც არ დაგვიდგება გვერდში. გაიხსენეთ გრენლანდია – დიდი, ცუდად მართვადი ყინულის ნაჭერი!!!“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები
