გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა.
„ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა მხარდაჭერის კუთხით და ეს არის აკვაკულტურა და მარიკულტურა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მაგრამ, არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც ამხელა რესურსი გვაქვს წყლის და გვაქვს ზღვა, 85% იყოს იმპორტი პროდუქციის, როცა თავისუფლად შეგვიძლია, ეს ვაქციოთ ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქტად. ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეები გამოიკვეთა ამ პროგრამაში და ესეც გამოარჩევს ამ პროგრამას“, – განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები
