ნიდერლანდების უდიდესი პოლიტიკური პარტიის, „დემოკრატები 66“-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა, რომელიც პარტიის ლიდერია, განაცხადა, რომ შენობის შესასვლელთან, საფოსტო ყუთში ფოიერვერკისგან დამზადებული ბომბი მოათავსეს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, თუმცა ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნიდერლანდების ხელისუფლება არ გამორიცხავს როგორც კრიმინალურ, ისე შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერ არ არის დასახელებული. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
