უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურმა ქალაქ ოდესაში დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის დავალებით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, მამაკაცს უკრაინელი სამხედრო 9 მაისს უნდა მოეკლა, რათა კრემლისთვის კარგი საინფორმაციო ფონი შეექმნა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ კილერს უკრაინელი სამხედროს სახლთან ჩასაფრება უნდა მოეწყო და ის ავტომატის საშუალებით ჩაეცხრილა“, – აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
