გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ესპანეთის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის, 30 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც აფრიკის სანაპიროდან გადაჰქონდათ და სატვირთო გემზე იყო დატვირთული.
ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყანაში ერთჯერადად ამოუღიათ. ოპერაცია აშშ-ის ხელისუფლებასა და ნიდერლანდების პოლიციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
კანარის კუნძულების (ესპანეთი) სასამართლო ხელისუფლების შეფასების თანახმად, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 812 მილიონ ევროს აღემატება. მოსამართლემ კოკაინით დატვირთული გემის ეკიპაჟის 23-ვე წევრის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
https://bntnews.bg/news/ispanskite-vlasti-zadarzhaha-rekordnite-30-tona-kokain-v-moreto-1392207news.html
