სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები იმყოფებოდნენ რუმინეთის ქალაქ სიბიუში, ნიკოლაი ბალჩესკოუს სახელობის რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში ჩატარებულ კომუნიკაციების და თავდაცვის სექტორში ბიუჯეტირებისა და ფინანსების განაწილების სასწავლო მოდულებზე.
სასწავლო მოდულები მოიცავდა ჯგუფურ აქტივობებს, დისკუსიებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ასეთი სახის სწავლებებში მონაწილეობა ხელს უწყობს მომავალი ოფიცრების განათლების დონის ამაღლებას და ცოდნის გაღრმავებას.
მსგავსი აქტივობები ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად.
კომენტარები
