„რაც შეიძლებოდა მოკლე დროში გაკეთდა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავმყაროთ ამ მიმართულებით სვლა. ძირითადი ღირებულებები – ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღეს ვერ იტყვის ვერავინ, რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში ერევა და გვაქვს განცდა, რომ ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და ახერხებს, როგორც შეუძლია. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მას აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანას შეუძლია კონკურენციაში შევიდეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან, ერთის გამოკლებით.
„ადამიანის უფლებების მხრივ, მე პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან, ერთი უფლების გამოკლებით. ადამიანის ძირითადი უფლება და ერთ-ერთი განმსაზღვრელი უნდა იყოს ის, რომ მას საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა შეეძლოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. ეს ეკონომიკაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, და ამ მხრივ, პრობლემები დიდია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. არც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი დასრულებულია, ან საუკეთესო ვარიანტია. რაც შეიძლებოდა მოკლე დროში, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“ადამიანის უფლებების მხრივ, პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის ქვეყნებთან”
2016/06/07 12:57:51

კომენტარები
ნანახია: 1659 ჯერ