კუნძულ კრეტაზე მიგრანტების მუდმივი შედინება საბერძნეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს, რადგან სულ რაღაც ორ დღეში კუნძულს 400 მიგრანტი მიადგა.
ღამის განმავლობაში, მიგრანტების ძებნისა და გადარჩენის ოთხი ოპერაცია ჩატარდა; ყველა მათგანი წარმატებით დასრულდა და სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, 202 ადამიანი გადაარჩინეს.
მთლიანობაში, დაფიქსირდა ოთხი ნავი, რომლებიც ღია ზღვაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იერაპეტრადან დასავლეთით მდებარე კუნძულ გავდოსისკენ მიცურავდნენ.
ევროპული ორგანიზაცია „ფრონტექსის“ საჰაერო საშუალებებმა და გემებმა მიგრანტებით სავსე ნავები კრეტისა და გავდოსის სანაპიროდან 53-დან 16-მდე საზღვაო მილის დაშორებით აღმოაჩინეს. აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღებმა მიიღეს, ხოლო გავდოსის სანაპიროსთან იგივე „ფრონტექსის“ გემებმა გააკეთეს.
104 მიგრანტი ჰერაკლიონის (კუნძულ კრეტის ადმინისტრაციული ცენტრი) პორტ კალოი ლიმენესში გადაიყვანეს, 99 კი – გავდოსის პორტში.
სამაშველო ოპერაციებს, რომლებიც კარგი ამინდის პირობებში ჩატარდა, სანაპირო დაცვის ერთობლივი საძიებო-სამაშველო ცენტრი უწევდა კოორდინირებას.
Τουλάχιστον 202 μετανάστες διασώθηκαν νότια της Κρήτης και της Γαύδου
