პრემიერ-მინისტრი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, ზაქარია გვიშიანმა განუცხადა, ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა.
„ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ჩვენ ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. დავრწმუნდით ამაში, თითოეული კითხვა იყო მიმართული იმისკენ, რომ მართლაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე ყოფილა, თუმცა ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი რა გზებით შესაძლოა აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. საუბარი იყო ეფექტურობაზე ოთხივე მედიკამენტზე. ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა და შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია“, – აღნიშნა მან.
