უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ადგილობრივმა გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა საოლქო ცენტრის თავზე „რამდენიმე მაღალსიჩქარიანი საჰაერო მიზანი“ ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა „ვორონეჟის ერთ-ერთი საწარმოს საწარმოო ობიექტები“, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი და ავტომობილები, დასძინა ჩინოვნიკმა. დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
OSINT-ანალიტიკოსების მტკიცებულებებით, უკრაინის დარტყმის სამიზნე გახდა ნახევარგამტარული ხელსაწყოების ქარხანა „სბორკას“ მთავარი კორპუსი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა. ეს საწარმო, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, აწარმოებს ელექტრონიკას „ისკანდერისა“ და „X-101“ ტიპის რაკეტებისთვის, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-ს1“-სთვის. თვითმხილველთა ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, „სბორკაში“ ხანძარი გაჩნდა, ქალაქის თავზე კი შავი კვამლის სვეტი ჩანს.
