ჩიკაგოში ბოლო 3 დღეში მომხდარ სროლის შემთხვევებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში, სხვადასხვა ადგილას, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმების 20-ზე მეტი ინციდენტი მოხდა.
ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ილინოისის შტატის გუბერნატორი გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის შეყვანა და ერთ თვეში ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.
„რატომ არ მიკავშირდება გუბერნატორი პრიცკერი დახმარებისთვის? შემიძლია ჩიკაგო უსაფრთხო ქალაქად ერთ თვეში ვაქციო, ერთ წელიწადში კი ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გახდება. ვაშინგტონი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქალაქიდან ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად იქცა“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
