ირაკლი ღარიბაშვილი კარგი რესურსით წავიდა, საზოგადოებას ის უყვარს. ყრილობაზე მოვიდა და მქუხარე ტაშით შეხვდა ხალხი ღარიბაშვილს, ცოტა შემშურდა კიდეც, ჩემზე კარგი ტაში დაუკრეს, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაბრუნდეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რესურსი, ჩამოაყალიბოს ახალი ძალა, ან დაუდგეს ძველ გუნდს გვერდში. მისივე თქმით, ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში.
„ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, კრიზისული არაფერი არ არის „ქართულ ოცნებაში“, არც განსაკუთრებული ხდება რამე. მან მისცა საშუალება გუნდს და მე ვაფასებ მის გადაწყვეტილებას არა იმიტომ, რომ ის უარესი იყო სხვაზე, ისიც წავიდა თავისი წარმატების ზენიტში და ის ტრადიცია გააგრძელა, რაც ჩემი წასვლით მე დავაფუძნე, რასაც დღეს ვერ აფასებს დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. დღეს პოლიტიკაში გვყავს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს რესურსი და რომელიც უყვარს საზოგადოებას და რაღაც რომ მოხდეს, მას შეუძლია ახალი ძალა ჩამოაყალიბოს ან ძველს დაუდგეს მხარში, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
“ირაკლი ღარიბაშვილს ყრილობაზე ხალხი ჩემზე მქუხარე ტაშით შეხვდა, ცოტა შემშურდა”
2016/06/07 17:08:46
კომენტარები
ნანახია: 1788 ჯერ