ვენესუელაში მაშველებმა 21 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა. 106-საათიანი ტყვეობიდან ახალგაზრდა მამაკაცის ამოყვანის ოპერაცია 43 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადარჩენილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 1 700- ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები
