ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი ოდესა-რენის მაგისტრალზე, კარავში გადაიტანა და განაცხადა, რომ გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ის მუშაობას კარავში განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 Украина იუწყება.
“აქ მანამდე ვიქნები, სანამ გზაზე სამუშაოები არ დასრულდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
5 ივნისს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისი სამუშაო კაბინეტს ოდესა-რენის ტრასის კარავში გადაიტანდა. სააკაშვილის თქმით, მას არ აკმაყოფილებდა სამუშაოების ინტენსივობა და გამოყოფილი ფინანსები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკარინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, პრემიერმინისტრ ვლადიმერ გროისმანთან და ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინსტრთან შეთანხმებას მიაღწია, რომ ოდესა-რენის ტრასაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ისინი საზოგადოებას ყოველღიურად მიაწვდიდნენ ინფორმაციას.
მაისში გროისმანმა განაცხადა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესა-რენის გზატკეცილის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 5,3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.