გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაღუპულთა ოჯახებს, ასევე თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
”მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე, დაშავებულთა კი 36-მდე გაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს
2016/06/07 17:25:28
ნანახია: 1948 ჯერ