აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის, ღირს თუ არა ირანელებთან ახალი გარიგების დადება და დაიცავენ თუ არა ისინი შეთანხმების პირობებს.
„მათ ძალიან სურთ გარიგების დადება. ცოტა ხნის წინ ისინი დაგვიკავშირდნენ და განაცხადეს, რომ ძალიან სურთ გარიგების დადება. აღარ ვიცი, ღირს თუ არა გარიგების დადება. არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა ისინი გარიგების პირობებს. ესაა პრობლემა“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანს უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში „ძალიან ძლიერად დაარტყეს“.
კომენტარები
