რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის თერთმეტ რეგიონსა და ყირიმში 73 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტვერში ნავთობბაზაზე თავდასხმა მოხდა.
სტავროპოლის მხარეში კი დაზიანდა კიდევ ერთი საწარმო, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ნავთობბაზაა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ტაგანროგის ყურეში კიდევ ორ ტანკერს დაესხნენ თავს.
ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო თვეებში რუსეთზე დრონებით დარტყმები გაააქტიურა. მათი მთავარი სამიზნე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებია, რამაც ქვეყანაში საწვავის კრიზისი გაამწვავა.
კომენტარები
