არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მოწონებულ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა.
„პრემიერის ხელმოწერა თუ არ ვცდები იქნება 8 ივნისს. კონტრასიგნაცია მოხდება ისე, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ გვექნება არჩევნები“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა.
კომენტარები