გიორგი მარგველაშვილი კარნეგის ფონდის ბელგიის ოფისს ეწვია და ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს როლზე ისაუბრა, როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. დისკუსიაში მონაწილეებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს და იმ შემაშფოთებელ გარემოზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება.
კომენტარები